ფრიდონ აბულაძე საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ანვარ ალახიაროვს დაუპირისპირდა და 7:6 დაამარცხა, ლერი აბულაძეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თურქი აბდულა ტოპრაკის ძლევა დააკლდა (2:8).
ნიკა შერბაკოვმა რეპეშაჟის ფინალში ლიეტუველ არმინას ლიგნუგარისს აჯობა (3:1), გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი პოლონელი მიხალ ანჯეი დიბკას ძლევით (8:4) გაინაღდა.
რევაზ ლაშხის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უკვე გაინაღდა შარშანდელი ევროპირველობის შედეგის გაუმჯობესება.