weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთის ნაკრები საპატიო ლეგიონის ორდენოსანი გახდა

11:05 ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019

მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების იმ შემადგენლობას, რომელმაც გასულ წელს რუსეთში გამართული მსოფლიოს პირველობა მოიგო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. ქვეყნის უმაღლესი ჯილდო 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა დააარსა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი განსაკუთრებული სამხედრო თუ სამოქალაქო მიღწევებისთვის გადასცემს.

დიდიე დეშანის გუნდი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში დააჯილდოვა.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ამ შემადგენლობით მოიგო:

მეკარეები: 1. უგო ლორისი (ტოტენჰემი) 16. სტივ მანდანდა (მარსელი) 23. ალფონს არეოლა (პარი სენ-ჟერმენი).

მცველები: 2. ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი) 3. პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი) 4. რაფაელ ვარანი (მადრიდის რეალი) 5. სამუელ უმტიტი (ბარსელონა) 17. ადილ რამი (მარსელი) 19. ჯიბრილ სიდიბე (მონაკო) 21. ლუკას ერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო) 22. ბენჟამინ მენდი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: 6. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) 12. კორენტინ ტოლისო (ბაიერნი) 13. ნ’გოლო კანტე (ჩელსი) 14. ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი) 15. სტივენ ნზონზი (სევილია),

თავდამსხმელები: 7. ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო) 8. ტომა ლემარი (მონაკო) 9. ოლივიე ჟირუ (ჩელსი) 10. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი) 11. უსმან დემბელე (ბარსელონა) 18. ნაბილ ფეკირი (ლიონი) 20. ფლორიან ტოვენი (მარსელი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]