weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელს თამაში სამუდამოდ აეკრძალა, კლუბი კი 50 ათასით დაჯარიმდა

16:05 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019
„ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელს თამაში სამუდამოდ აეკრძალა, კლუბი კი 50 ათასით დაჯარიმდა ფოტო © პირველი არხი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით იმსჯელა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს – გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის – რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის, ასევე „ჭიათურის“ მოთამაშის – ირაკლი ხუჭუას საკითხზე. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ბრალდებით რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი მაისის ბოლოს დააკავა. სუს-ის განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში 93 500 ლარი მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შეროზია, ნიკა მაისურაძე, პაატა ღუდუშაური, გიორგი გეთიაშვილი და ნოდარ კიკნაველიძემ, ასევე ლანჩხუთის „გურიადან“ – რობერტ იმერლიშვილი და ირაკლი ბაჯელიძე. „ჭიათურის“ მოთამაშეს, ირაკლი ხუჭუას კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]