გია ცეცაძის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველივე ტაიმი დიდი ანგარიშით წააგო. ანგარიში მე-10 წუთზე აფრან ისმაილოვმა პენალტით გახსნა, 36-ე წუთზე სამტრედიელთა კარი ანსი აგოლის ჩაწოდების შემდეგ დინო ნდლოვუმ თავური დარტყმით აიღო, ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით სამხრეთ აფრიკელმა ნდლოვუმ დუბლი გაიფორმა.
მეორე ნახევარში „ყარაბაღმა“ ბოლო შვიდ წუთში ორმატჩიანი დაპირისპირების ინტრიგა მოკლა: 83-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჰაიტელმა უაილდ-დონალდ გერიემ მეოთხე გოლი გაიტანა ომარ მიგინეიშვილის კარში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე კი მიჩელმა მეხუთე გოლით წერტილი დასვა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 18 ივლისს თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ბაქო, ტოფიკ ბაჰრამოვის სახელობის რესპუბლიკის სტადიონი
ყარაბაღი – სამტრედია 5:0
ყარაბაღი: შეჰიჩი, ყარაევი, მედვედევი, მიჩელი, ნდლოვუ, მადათოვი, რ. სადიგოვი (კ) (ჟეჟნიჩაკი 30), ა. ისმაილოვი (გერიე 75), აგოლი, ა. ჰუსეინოვი, დინიევი (რ. ალმეიდა 64).
მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (ბერიაშვილი 68), მარკოზაშვილი, საბანაძე, მჭედლიშვილი, ბალდე, დათუნაიშვილი (კ), სამუშია (ჯიქია 63).
მწვრთნელი: გია ცეცაძე
მსაჯი: მეთე ქალქავანი (თურქეთი)
გოლები: ისმაილოვი (10) (პ), ნდლოვუ (36), ნდლოვუ (45+1) (პ), გერიე (83), მიჩელი (90+2).
გაფრთხილება: მანჯგალაძე (5), ბალდე (7), სამუშია (58).