კესარია მგელაძე პირველ ადგილზე 7 ქულით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ის მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ევროპის სასკოლო პირველობა რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარეობს. 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული 6 წლის დავით თათვიძემ მოიპოვა.