weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთის სენსაციური მარცხი

12:07 კვირა, 09 ივნისი 2019

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი შეხვედრები გაიმართა. მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი მოულოდნელად თურქეთში დამარცხდა, იტალიამ საბერძნეთს სტუმრად იოლად სძლია, რუსეთმა კი სან-მარინო არ დაინდო და ცხრა უპასუხო ბურთი გაუტანა, საიდანაც ოთხი გოლით არტიომ ძიუბა გამოირჩა.

C ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდია დარჩა, რომელმაც სამ ტურში სამივე შეხვედრა მოიგო. მართალია მაიკლ ო’ნილის გუნდი ესტონეთში დიდ ხანს აგებდა, მაგრამ ფინიშისკენ სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა და ბალტიისპირელები პირველი ტურის მსგავსად სტუმრადაც დაამარცხა. ამავე ქვეჯგუფში, ბორისოვოში გერმანიამ ლეროი სანესა და მარკო როისის მიერ თითო ტაიმში გატანილი თითო გოლი აკმარა მასპინძელ ბელარუსს.

C ჯგუფი:

ესტონეთი 1:2 ჩრდილოეთ ირლანდია

ბელარუსი 0:2 გერმანია

 

ქალაქ ოსიეკში რაიან გიგზის უელსთან პრინციპული მატჩი მოიგეს ხორვატებმა და მდგომარეობა შედარებით გამოისწორეს. „ლაიპციგელი“ ცენტრალური მცველის, ვილმოშ ორბანის წყალობით მოიგო უნგრეთმაც, რომელმაც აზერბაიჯანს ბაქოში მარტივად სძლია და E ჯგუფში პირველ ადგილზე ხორვატიასთან ურთიერთშეხვედრებში გამარჯვების გამო პირველ ადგილზე მოხვდა, ისე კი მადიარებსაც და ხორვატიის ნაკრებსაც ექვს-ექვსი ქულა და გატანილ-გაშვებული ბურთების აბსოლუტურად ერთნაირი შეფარდება აქვთ.

E ჯგუფი:

ხორვატია 2:1 უელსი

აზერბაიჯანი 1:3 უნგრეთი

 

H ჯგუფში სამივე შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, ჯერ ისლანდიამ და მოლდოვამ - კინკილა გოლებით, მოგვიანებით კი დღის მთავარი ხმაურიანი ამბავიც მოხდა - შენოლ გიუნეშის გაწვრთნილმა თურქებმა ქონიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი პირველივე ტაიმში გატანილი ქაან აიჰანისა და ჩენგიზ უნდერის გოლებით დაამარცხეს და პირველი ადგილიც ჩამოართვეს ფავორიტ გუნდს.

H ჯგუფი:

ისლანდია 1:0 ალბანეთი

მოლდოვა 1:0 ანდორა

თურქეთი 2:0 საფრანგეთი

 

სარანსკის „მორდოვია არენაზე“ რუსეთის ნაკრებმა სან-მარინო გააცამტვერა. ჯერ ავტოგოლი გავიდა, შემდეგ კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ძიუბამ პოკერი შეასრულა, ფიოდორ სმოლოვმა - დუბლი, თითო გოლი კი ფიოდორ კუდრიაშოვისა და ანტონ მირანჩუკის ანგარიშზეა. I ჯგუფის სხვა ორ შეხვედრაშიც მასპინძლებამ იმარჯვეს: ბელგიამ დრის მერტენსის, ლუკ კასტანისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით - იოლად, შოტლანდიამ კი - ბოლო წუთებში გაჭირვებით.

I ჯგუფი:

რუსეთი 9:0 სან-მარინო

ბელგია 3:0 ყაზახეთი

შოტლანდია 2:1 კვიპროსი

 

J ჯგუფში იტალია სრული სვლით მიდის. რობერტო მანჩინის გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამჯერად სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა. გოლები ნიკოლო ბარელამ, ლორენცო ინსინიემ და ლეონარდო ბონუჩიმ პირველივე ტაიმის საწყის ნახევარ საათში გაიტანეს. ელინების მსგავსად ქვეჯგუფიდან გასვლის საქმე საკმაოდ გაირთულეს ბოსნიელებმაც, რომლებიც ფინეთში დამარცხდნენ. მეორე ადგილზე სწორედ ჩრდილოელები იმყოფებიან, რომლებსაც ბალკანელებთან მატჩში „ნორვიჩ სიტის“ ბომბარდირმა ტეემუ პუკიმ დუბლით ულიდერა. აუტსაიდერთა ჯახი კი ერევანში სომხეთმა მოიგო.

J ჯგუფი:

სომხეთი 3:0 ლიხტენშტაინი

საბერძნეთი 0:3 იტალია

ფინეთი 2:0 ბოსნია & ჰერცეგოვინა

 

ამ თემაზე:

ევრო 2020: საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩები გაიმართა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]