weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ფეტელი დაჯარიმდა გამარჯვება კი ჰამილტონს მიეკუთვნა

12:31 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

მონრეალში ჩატარებული კანადის გრან-პრი სასიამოვნო გასახსენებელი არ იქნება არც „ფერარისა“ და მისი პილოტის, სებასტიან ფეტელისთვის და არც „მერსედესისა“ და მისი ლიდერის, ლუის ჰამილტონისთვის. პირველმა რბოლა მოიგო, მაგრამ გამარჯვება ჩამოართვეს, მეორემ კი ფინიში მეორე ადგილზე გადაკვეთა, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

სტიუარდებმა 48-ე წრეზე მომხდარი ინციდენტის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გერმანელმა პილოტმა უსაფრთხოების წესები დააარღვია და მის შედეგს 5 წამი დაუმატეს. მე-3 მოსახვევში ფეტელი შეცდა და ბალახზე გადავიდა, მე-4 მოსახვევის გამოსასვლელში კი ტრასას დაუბრუნდა. ის ჯერაც ჰამილტონის წინ იყო, მაგრამ ტემპი დაკარგული ჰქონდა და ბრიტანელი აუცილებლად გაასწრებდა, მაგრამ „ფერარიმ“ კედლისკენ წაინაცვლა და „მერსედესს“ დერეფანი ჩაუკეტა. ჰამილტონს ისღა დარჩენოდა, თავისი მანქანის მუხრუჭები გამოეცადა...

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, დისტანცია 305,270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 1:29.07.804

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 3.658

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ფერარი“) 4.696

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 51.043

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 57.655

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რენო“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „რედ ბული“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „რეისინგ პოინტი“) 1 წრე

დანიილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „რეისინგ პოინტი“) 1 წრე

ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, „ალფა რომეო“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ალფა რომეო“) 1 წრე

ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, „უილიამსი“) 2 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 2 წრე

რობერტ კუბიცა (პოლონეთი, „უილიამსი“) 3 წრე

ალექს ალბონი (ტაილანდი, „ტორო როსო“) 9 წრე

ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, „მაკლარენი“) 61 წრე

უსწრაფესი წრე:

ვალტერი ბოტასი - 1:13.078 (69-ე წრე, 214.833 კმ/სთ)

2019 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 162 ქულა
  2. ვალტერი ბოტასი - 133
  3. სებასტიან ფეტელი - 100
  4. მაქს ფერსტაპენი - 88
  5. შარლ ლეკლერი - 72
  6. პიერ გასლი - 36
  7. კარლოს საინსი - 18
  8. დანიელ რიკარდო - 16
  9. კევინ მაგნუსენი - 14
  10. სერხიო პერესი - 13
  11. კიმი რაიკონენი - 13
  12. ლანდო ნორისი - 12
  13. ნიკო ჰულკენბერგი - 12
  14. დანიილ კვიატი - 10
  15. ალექს ალბონი - 7
  16. ლანს სტროლი - 6
  17. რომენ გროჟანი - 2
  18. ანტონიო ჯოვინაცი - 0
  19. ჯორჯ რასელი - 0
  20. რობერტ კუბიცა - 0

2019 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 295 ქულა
  2. ფერარი - 172
  3. რედ ბულ-ჰონდა - 124
  4. მაკლარენ-რენო - 30
  5. რენო - 28
  6. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 19
  7. ტორო როსო-ჰონდა - 17
  8. ჰაას-ფერარი - 16
  9. ალფა რომეო-ფერარი - 13
  10. უილიამს-მერსედესი - 0

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]