weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ჯვაროსნების“ მძიმე ბრძოლა კოპენჰაგენში

17:01 ორშაბათი, 10 ივნისი 2019

დღეს საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შეარჩევ ციკლში მე-4 მატჩს გამართავს და სტუმრად კოპენჰაგენში, დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. წყვილში ფავორიტი ცხადია, მასპინძელი გუნდია, რომელიც ქვეჯგუფის ფავორიტიცაა, ვლადიმირ ვაისის გუნდი კი თავისას ეცდება.

უკანასკნელ მატჩში დანიამ შინ ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ეს დაკარგული ორი ქულა კი ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლაში შესაძლოა, ძვირადაც დაუჯდეს. მასპინძლებზე უკეთ ფსიქოლოგიურ განწყობაზე საქართველოს ნაკრებია, რომელმაც იმავ დღეს თბილისში უპირობო აუსტაიდერ გიბრალტარს იოლად სძლია.

დანიასთან საქართველოს ნაკრებს ცუდი მოგონებები აკავშირებს: 3 მატჩი, 2 მარცხი და ერთადერთი ფრე, რაც ეს პირველ დუელში 2004 წლის 17 ნოემბერს (2:2) მოხდა, ხოლო შემდეგ 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიამ 6:1 იმარჯვა. ბოლო დაპირისპირება 2013 წელს ამხანაგური მატჩი იყო და ამჯერადაც მასპინძლებმა მოიგეს - 2:1.

საქართველოს ნაკრები იუტლანდიას სერიოზული დანაკლისით ეწვია. დანაკლისი ისედაც დიდი იყო, თუმცა ჯანო ანანიძის, სოლომონ კვერკველიასა და დავით ხოჭოლავას ტრავმების შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული გახდა: ლევან მჭედლიძემ თბილისში ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიღო და კოპენჰაგენში საერთოდ არ იმყოფება. გუნდს გამოაკლდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გიბრალტართან შესაცვლელი შეიქნა.

სავარაუდო შემადგენლობები:

დანია (4-2-3-1): კ. შმაიხელი; დალსგორი, კიაერი, ა. ქრისტენსენი, ი. ლარსენი; შონე, დილეინი; ჰოიბიერგი, ერიკსენი, ი. პოულსენი; დოლბერგი.

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, დვალი; კვეკვესკირი, კანკავა; ლობჟანიძე, გვილია, მერებაშვილი; ვ. არველაძე.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ავსტრიელი არბიტრი რობერტ შიორგენჰოფერი განსჯის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]