უკანასკნელ მატჩში დანიამ შინ ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ეს დაკარგული ორი ქულა კი ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლაში შესაძლოა, ძვირადაც დაუჯდეს. მასპინძლებზე უკეთ ფსიქოლოგიურ განწყობაზე საქართველოს ნაკრებია, რომელმაც იმავ დღეს თბილისში უპირობო აუსტაიდერ გიბრალტარს იოლად სძლია.
დანიასთან საქართველოს ნაკრებს ცუდი მოგონებები აკავშირებს: 3 მატჩი, 2 მარცხი და ერთადერთი ფრე, რაც ეს პირველ დუელში 2004 წლის 17 ნოემბერს (2:2) მოხდა, ხოლო შემდეგ 2005 წლის 7 სექტემბერს, კოპენჰაგენში დანიამ 6:1 იმარჯვა. ბოლო დაპირისპირება 2013 წელს ამხანაგური მატჩი იყო და ამჯერადაც მასპინძლებმა მოიგეს - 2:1.
საქართველოს ნაკრები იუტლანდიას სერიოზული დანაკლისით ეწვია. დანაკლისი ისედაც დიდი იყო, თუმცა ჯანო ანანიძის, სოლომონ კვერკველიასა და დავით ხოჭოლავას ტრავმების შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული გახდა: ლევან მჭედლიძემ თბილისში ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიღო და კოპენჰაგენში საერთოდ არ იმყოფება. გუნდს გამოაკლდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გიბრალტართან შესაცვლელი შეიქნა.
სავარაუდო შემადგენლობები:
დანია (4-2-3-1): კ. შმაიხელი; დალსგორი, კიაერი, ა. ქრისტენსენი, ი. ლარსენი; შონე, დილეინი; ჰოიბიერგი, ერიკსენი, ი. პოულსენი; დოლბერგი.
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, დვალი; კვეკვესკირი, კანკავა; ლობჟანიძე, გვილია, მერებაშვილი; ვ. არველაძე.
დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ავსტრიელი არბიტრი რობერტ შიორგენჰოფერი განსჯის.