weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიაში“ ითამაშებს

10:58 ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია კარიერას ისევ პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 25 წლის ნახვერმცველი ზაბჟეს „გურნიკიდან“ ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა.

გვილიამ ვარშაველებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 8-ნომრიანი მაისური მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გვილიამ ბოლო 6 თვე „გურნიკის“ რიგებში შვეიცარიული „ლუცერნიდან“ განათხოვრების წესით გაატარა და 17 თამაშში, 1 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. იქამდე იგი ბორიოსოვოს „ბატე“-ს, „მინსკისა“ და ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ ღირსებას იცავდა.

„ლეგიას“ რაც შეეხება, ტიტულოვანი გუნდი პოლონეთის ჩემპიონი 13-ჯერაა გამხდარი, 19-ჯერ პოლონეთის თასი აქვს მოგებული, ხოლო ერთხელ - ქვეყნის სუპერ თასი. თავის დროზე ვარშაველთა რიგებში ვლადიმერ დვალიშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს უთამაშიათ, რომლებიც გუნდის რიგებში ჩემპიონებიც გახდნენ.

უკანასკნელ სეზონში „ლეგია“ ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახდა, მე-2 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]