weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პირველად ისტორიაში „ტორონტო რაპტორზი“ NBA-ს ჩემპიონია

10:56 პარასკევი, 14 ივნისი 2019

წლევანდელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფინალური სერიის მეექვსე მატჩში კანადურმა „ტორონტო რაპტორზმა“ სტუმრად ბოლო ორი წლის ჩემპიონი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 114:110 დაამარცხა (ჯამში სერია 4:2 მორჩა) და ისტორიაში პირველად მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული.

ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრის საყვირამდე რვა წამით ადრე, როდესაც ანგარიში 110:111 იყო, „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ სამქულიანი ტყორცნა ვერ გამოიყენა და ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „მეომრების“ მცველი კლეი თომპსონი გახდა 30 ქულითა და 5 მოხსნით. გამარჯვებულთა რიგებში კი საუკეთესოები იყვნენ კაილ ლოური (26 ქულა, 7 მოხსნა, 10 პასი), კამერუნელი პასკალ სიაკამი (26 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი) და ფრედ ვანვლიტი (22 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი).

რაც შეეხება ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეს (MVP), იგი ტორონტოელთა ლიდერი კავაი ლეონარდი გახდა, რომელიც გუნდს სეზონის დაწყების წინ შეუერთდა. იგი ფინალური სერიის MVP კარიერაში მეორედ გახდა - პირველად იგი 2014 წელს, „სან ანტონიო სპურზსთან“ ერთად ჩემპიონობისას გამოარჩიეს.

ამრიგად, ტორონტოს საკალათბურთო კლუბმა, რომელიც 1995 წელს, სტივენ სპილბერგის საკულტო ფილმ „იურული პერიოდის პარკის“ შთაგონებით დაარსდა, არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა ჩემპიონობა. თავის მხრივ „გოლდენ სტეიტი“ ზედიზედ მეხუთედ თამაშობდა ფინალურ სერიაში, საიდანაც სამჯერ გაიმარჯვა, აქედან შარშან და შარშანწინ - ზაზა ფაჩულიასთან ერთად.

 

მსგავსი სტატია:

ისტორიაში პირველად სტენლის თასი „სენტ ლუის ბლუზმა“ მოიგო

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]