შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ მორჩა. ნეიმარის არყოფნაში „სელესაოს“ ლიდერობა ჯერ კიდევ „ბარსელონელმა“ ფილიპე კოუტინიომ იკისრა და მეორე ნახევრის სტარტზე, სამწუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა - ჯერ პენალტით, შემდეგ კი თავით. შეხვედრის მესამე გოლი „გრემიოში“ მოთამაშე ევერტონ სოარესის ანგარიშზეა, რომელიც მოედანზე 81-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და სამ წუთში ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
ბოლივიასთან შეხვედრაში ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა საგანგებო თეთრი მაისურებით ითამაშა, რომელიც ამ ნაკრების სულ პირველი ეკიპირების ფერს წარმოადგენს.