weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მილტონ ჰეიგი „ბორჯღალოსნებს“ ემშვიდობება

11:20 შაბათი, 15 ივნისი 2019

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და სათავეში იაპონურ კლუბ „სანტორი სანგოლიათს“ ჩაუდგება.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის სპეციალისტმა „ბორჯღალოსნები“ 2011 წელს ჩაიბარა და ამ შემოდგომაზე ჩვენს ნაკრებს მსოფლიო თასზე მეორედ გაიყვანს, შემდეგ კი საკლუბო საქმიანობას დაუბრუნდება.

ცნობისთვის, „სანტორი სანგოლიათს“ იაპონიის ტოპ-ჩემპიონატი 5-ჯერ აქვს მოგებული (1995, 2000, 2001, 2011, 2012), მის რიგებში კი ისეთ ცნობილ მორაგბეებს უთამაშიათ, როგორებიც ავსტრალიელი ჯორჯ გრეგანი, სამოელი ტუსი პისი და სამხრეთ აფრიკელები - ფური დუ პრე და სხალკ ბურგერი არიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]