weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყატარული სიურპრიზი და ურუგვაელთა ხმაურიანი გამარჯვება

10:26 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ბრაზილიის ქალაქების სტადიონებზე გრძელდება Copa América-ს ტურნირი. თავიანთი შეხვედრები პარაგვაიმ და ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ურუგვაიმ გამართეს. მორიგი მოულოდნელობის ავტორი გახდა საფეხბურთო რუკაზე ახლადწარმოქმნილი ყატარის ნაკრები, რომელიც „კოპა ამერიკაზე“ სტუმრის რანგშია მიწვეული.

პარაგვაი-ყატარის შეხვედრაში უსწრაფესი გოლი გავიდა - აზიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ვეტერანმა ფორვარდმა ოსკარ კარდოსომ აქცია. საინტერესოა, რომ პარაგვაელებმა მეორე ტაიმში უპირატესობა მეორე გოლით გაიმყარეს და თითქოს აზიის ჩემპიონი გუნდი უმწეო სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ფინიშამდე ესპანელი ფელიქს სანჩესის დამოძღვრილმა ყატარმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფრე დააფიქსირა - ჯერ გუნდის მთავარმეგოლე ალმოეზ ალიმ გაიტანა, შემდეგ კი ყატარელთა კომბინაციურ შეტევას როდრიგო როხასის ავტოგოლი მოყვა.

ურუგვაელებმა დაამტკიცეს, რომ დღესდღეობით კონტინენტზეც და მსოფლიო მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე შემტევი გუნდი ყავთ. „ჩარუებმა“ ეკვადორელთა წინააღმდეგ მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე ნიკოლას ლოდეიროს ლამაზი გოლით გახსნეს. ეკვადორს მოთამაშე გაუძევეს, პირველივე ტაიმში კი ურუგვაის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ - ედინსონ კავანიმ მაკრატელათი და ლუის სუარესმაც შეაგდეს და ყველაფერი გადაწყდა. მეორე ნახევარში არტურო მინამ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიშიც გამანადგურებელი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]