weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანანიძე „სპარტაკში“ დაბრუნდა

11:34 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

მოსკოვის „სპარტაკმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. „სახალხო გუნდს“ პირველი ვარჯიში უკვე ჰქონდა და საწვრთნელ პროცესში ჯანო ანანიძეც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა უკანასკნელი სეზონის მეორე ნახევარი სამარის „კრილია სოვეტოვში“ იჯარით გაატარა, რომელსაც ვადა გაუვიდა.

„კრილია სოვეტოვის“ მაისურით ქართველმა ფეხბურთელმა 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (2 მარტს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“).

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ანანიძე ზაფხულში გუნდის შეცვლას. „სპარტაკთან“ კონტრაქტი მას 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]