weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელენე ლოლაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

11:00 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

13-16 ივნისს იტალიის კურორტ რიმინიში კიკბოქსინგის მსოფლიო ასოციაციის (WAKO) ორგანიზებით სახეობის ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ღონისძიება, მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა.

ტურნირში 42 ქვეყნის 3000-მდე უძლიერესი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით ერთადერთი კიკბოქსერი იბრძოდა - 16 წლის ელენე ლოლაძე, რომელიც იტალიაში საქართველოს ჩემპიონისა და FFC-ის პროფესიონალური ტურნირის გამარჯვებულის რანგში გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ ლოლაძეს თებერვლიდან მოყოლებული გამართული 7 ბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა. ახალი გამარჯვებების შემდეგ ელენემ მსოფლიო თასი დამსახურებულად ჩაიბარა და კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა.

სპორტსმენისთვის, რომელმაც ვარჯიში სულ ერთი წლის წინ დაიწყო, ეს განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მიღწევაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]