weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა ხელბურთელებმა ერთა ჩემპიონატი მოიგეს

12:01 ორშაბათი, 17 ივნისი 2019

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა IHF-ის ერთა ჩემპიონატის ფინალში 31:21 დაამარცხა კუბა და ტურნირის გამარჯვებული შვიდიდან შვიდი მოგებით გახდა. ამასთან ერთად კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მარცხენა ინსაიდი თეიმურაზ ორჯონიკიძე გახდა, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა -  საუკეთესო მარჯვენა შუამარბისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის.

რაც შეეხება ევრო 2022-ის კვალიფიკაციას, პლეი-ოფში პირველი შესარჩევი რაუნდიდან გავიდნენ ლუექსემბურგი და კვიპროსი, მათ კი საქართველო დაემატა. ეს სამი გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]