იაპონიის ნაკრები, რომლის რიგებშიც 15 დებიუტანტია, პირველ ტაიმში ასე თუ ისე გაუძალიანდა ჩილეს, თუმცა ტაიმის მიწურულს გოლი მაინც გაუშვა. მეორე ნახევარში კი აზიის ვიცე-ჩემპიონებს გოლები შეტევის ლიდერებმა, ალექსის სანჩესმა და ედუარდო ვარგასმაც (დუბლი) გაუტანეს.
ამ გამარჯვებით რეინალდო რუედას გაწვრთნილი ჩილელები C ჯგუფში ფავორიტ ურუგვაის არ ჩამორჩნენ და მისნაირი ანგარიშით გაიმარჯვეს. იაპონია კი ალბათ ეკვადორთან ეცდება ქვეჯგუფში მე-3 ადგილისთვის ბრძოლას.