weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს

10:07 სამშაბათი, 18 ივნისი 2019

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში ფიჯის ნაკრებს სძლიეს და სამომავლოდაც ელიტაში ითამაშებენ.

ფიჯისთან საოცრად დრამატულ შეხვედრაში უმცროს მორაგბეებს ურთულესი წუთები გადახდათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დიდებულად დასრულდა. ფიჯი მატჩის დამთავრებამდე 28 წუთით ადრე მშრალი ანგარიშით იგებდა, ერთი ლელოსა და ერთი ჯარიმის წყალობით (0:8), მაგრამ ყველაფერი იოანე იაშაღიშვილის ლელოთი დაიწყო, რომელმაც როგორც იქნა, ბურთი დაამიწა ფიჯელთა ჩათვლის მოედანში, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 7:8.

უნდა აღინიშნოს, რომ ფიჯის ნაკრები თავს შესანიშნავად იცავდა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთზე მასირებული შეტევა დაიწყო, რომელიც მაშინ დასრულდა, როდესაც 80 წუთი უკვე ამოწურული იყო. მატჩის გმირი ვანო კარკაძე გახდა, რომელმაც გამარჯვების მომტანი და ელიტაში დამრჩენი ლელო მიითვალა - 12:8.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს და მისი მეტოქე იტალია იქნება, რომელმაც შოტლანდიას აჯობა. ელიტაში დარჩენისთვის კი სწორედ შოტლანდია და ფიჯი გაეჯიბრებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]