პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სათავეში 2007-2015 წლებში ედგა, იქამდე სანამ მას მოსყიდვებსა და ფინანსური თაღლითობების გამო FIFA-ს ეთიკურმა საბჭომ საქმიანობა აუკრძალა. კორუფციაში მხილებულ პლატინის ბრალდებები გასული წლის მაისში მოუხსნეს.
შეგახსენებთ, რომ ყატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება 2010 წელს მოიპოვა, რასაც საფეხბურთო სამყაროში უამრავი ქვეყნის, სპეციალისტისა თუ ქომაგის მხრიდან უდიდესი უკმაყოფილება მოყვა.