ტიტემ პირველი მატჩისგან მხოლოდ ერთი მოთამაშით განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა - ფერნანდინიო „ბარსელონელმა“ არტურმა ჩაანაცვლა. ბრაზილიელებმა უღიმღამო პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი უპირატესობას ფლობდნენ და ორი გოლიც გაიტანეს, რომლებიც რობერტო ფირმინოს თამაშგარეში ყოფნების გამო ვიდეორეფერიმ გააუქმა. საბოლოოდ ქალაქ სალვადორის „იტაიპავა არენა ფონტე ნოვაზე“ მაყურებელმა „სელესაოს“ უსტვინა. გულშემატკივრის კრიტიკა ტიტემაც დაიმსახურა, რადგან პუბლიკა დავიდ ნერესის ნაცვლად ძირითადში ევერტონის თამაშს ითხოვს.
A ჯგუფშივე პერუმ „მარაკანაზე“ ბოლივია 3:1 დაამარცხა და ბრაზილიის მსგავსად 4 ქულა დააგროვა.