weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია

10:09 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ფაენცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით გახსნა. მათე გოქაძე (110 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, დიმიტრი ხაჩიძემ (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გოქაძემ ოქროს მედლისთვის ბრძოლაში 8:0 დაამარცხა რუსეთის ნაკრების წევრი საიდ მუსაევი. საჩემპიონო ბრძოლამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამი მეტოქე ჩამოიშორა - უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული.

დიმიტრი ხაჩიძემ ძირითად ბადეში გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა და ბრინჯაოს გზაზე სამი შეხვედრის ჩატარება მოუწია. დილის პროგრამაში მან ნორვეგიელი კასპერ ოევერბი და გერმანელი აარონ ბელშიდტი ჩამოიშორა, „ბრინჯაოს ფინალში“ კი უკრაინელ ედუარდ სტრილჩუკს აჯობა (5:1).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]