SportItalia-ს ცნობით, საუბარია „ინტერის“ თავდამსხმელ მაურო იკარდისა და „პარი სენ-ჟერმენის“ მცველ მარკინიოსზე. წყაროს მტკიცებით, „ინტერის“ ასევე ახალდანიშნულ მწვრთნელი ანტონიო კონტე „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ რომელუ ლუკაკუს გადაბირებასთან ახლოსაა და იკარდის სიამოვნებით გაასხვისებდა. თავის მხრივ, არგენტინელ ფორვარდს წინადადებები სხვა კლუბებიდანაც აქვს, მაგალითად - „რეალიდან“, მაგრამ პრიორიტეტულ ვარიანტად „იუვენტუსი“ ითვლება.
რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრების მცველ მარკინიოსს, მისი ტრანსფერი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პარიზული კლუბი წარმატებით მოელაპარაკება „აიაქსის“ კაპიტანს, ჰოლანდიელ მცველ მატეის დე ლიგტს.