ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „საბურთალოს“ მეტოქე ტირასპოლის „შერიფი“ იქნება. მოლდოვული კლუბის გარდა საბურთალოელთა შესაძლო მეტოქეები გლაზგოს „სელტიკი“ (შოტლანდია), ბრატისლავის „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „ყარაბახი“ (აზერბაიჯანი) და „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი) იყვნენ.
საბურთალო-შერიფის შეხვედრები 9-10 ივლისსა და 16-17 ივლისს ჩატარდება.
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება თბილისის „დინამო“, რომელიც „ლა ფიორიტასა“ (სან მარინო) და „ენგორდანის“ (ანდორა) შორის გამარჯვებულს ეთამაშება, ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ შიმქენთის „ორდაბასის“ შეხვდება, ხოლო საჩხერის „ჩიხურა“ – ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“.
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო მატჩები 11 და 18 ივლისს ჩატარდება.