სატრანსფერო გარიგების თანახმად „ბორუსია“ მიუნხენურ გრანდს 38 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ჰუმელსი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ „ბაიერნმა“ ჰუმელსი დორტმუნდის „ბორუსიასგან“ შეიძინა 35 მილიონ ევროდ.
საინტერესო ისაა, რომ ტიტულოვან მატს ჰუმელსს, რომელიც მცირე ხნის წინ ეროვნული ნაკრებიდან დაითხოვეს, ხსენებული ორი გუნდის გარდა არსად უთამაშია: კარიერა 2006 წელს „ბაიერნში“ დაიწყო, საიდანაც 2008 წელს დორტმუნდში გადაბარგდა, შემდეგ ისევ „ბაიერნს“ დაუბრუნდა, ხოლო ახლა კვლავ „ბორუსიას“ ჯერი დადგა.