კოლუმბია-ყატარის შეხვედრაში კარლოს კეიროსის ფეხბურთელებმა აზიური წინააღმდეგობა მატჩის მიწურულს გატეხეს. „კაფეტერთა“ რიგებში გამარჯვების გოლი სერია A-ს უკანასკნელი სეზონის აღმოჩენამ, „ატალანტაში“ მობურთალმა დუვან საპატამ 86-ე წუთზე გაიტანა და კოლუმბია ქვეჯგუფიდან მეოთხედფინალში ოფიციალურად გაიყვანა.
მძიმე მდგომარეობაშია არგენტინის ნაკრები, რომელმაც ქულები პარაგვაისთან გაიყო და უნდა ითქვას, რომ მარცხს გადაურჩა. ლიონელ სკალონის გუნდი 37-ე წუთიდან მარცხდებოდა და გათანაბრება 63-ე წუთზე ლიონელ მესის პენალტის წყალობით მოახერხა, ხუთ წუთში კი თერთმეტმეტრიანი პარაგვაელთა სასარგებლოდ დაინიშნა, რომელიც “ალბისელესტეს“ მეკარე ფრანკო არმანიმ მოიგერია და გუნდს პლეი-ოფის შანსი დაუტოვა - ბოლო ტურში არგენტინას ყატარის დამარცხება მართებს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შესაძლოა, ესეც არ ეყოს, რადგან სხვა გუნდებზეც იქნება დამოკიდებული.