weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მილანს“ მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის

11:32 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

საფეხბურთო კლუბ „მილანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „როსონერიში“ გენუის „სამპდორიას“ ყოფილი თავკაცი მარკო ჯამპაოლო იმუშავებს და კონტრაქტის მიხედვით, მილანურ გრანდს 2 სეზონის განმავლობაში გაწვრთნის.

51 წლის სპეციალისტი ჯენარო გატუზოს შეცვლის, რომელიც გუნდიდან მაისში წავიდა მას შემდეგ, რაც „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანა.

თავის მხრივ მარკო ჯამპაოლომ „სამპდორია“ ასევე სეზონის დასრულებისას დატოვა. სერია A-ს უკანასკნელ გათამაშებაში „სამპდორია“ მეცხრე პოზიციაზე გავიდა. გენუურ კლუბამდე იგი მოკრძალებულ იტალიურ გუნდებს (ემპოლი, კრემონეზე, ბრეშია, ჩეზენა, სიენა, კატანია, კალიარი, ასკოლი) ედგა სათავეში.

აქვე გეტყვით, რომ „მილანში“ ახალი მწვრთნელის მოსვლა გუნდის ხელმძღვანელობაში ახალდასაქმებული ლეგენდების - ზვონიმირ ბობანისა და პაოლო მალდინის ახალ სამუშაო გრაფიკს დაემთხვა. „მილანის“ ლეგენდარულ კაპიტან მალდინის, რომელიც გუნდში 25 წელი თამაშობდა, დღეს კლუბის ტექნიკური დირექტორია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]