weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზაზა ფაჩულიას გუნდი საუკეთესოდ აღიარეს

10:36 პარასკევი, 14 ივლისი 2017

მსოფლიოს უმსხვილესმა ამერიკულმა სპორტულმა ტელეარხმა „ი-ეს-პი-ენმა“ (ESPN) პრესტიჟული პრიზის  ESPY-ს (Exellence in Sports Perfomance Yearly Award) გადაცემის საზეიმო ცერემონია 25-ედ გამართა. სხვადასხვა სპორტულ ნომინაციებში 2016-2017 წლების სეზონის უძლიერესები გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. ცერემონიას ლოს ანჯელესმა უმასპინძლა.

ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო კლუბის წოდება NBA-ს ჩემპიონმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა” მოიპოვა. გუნდისთვის განკუთვნილი პრიზის მისაღებად სცენაზე სტეფ კარისა და კევინ დურანტთან ერთად ზაზა ფაჩულია ავიდა და კარის მიერ წარმოთქმული სამადლობელო სიტყვა თავისი საკულტო ფრაზით - Nothing Easy (იოლი არაფერია) დაასრულა.

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი „საუკეთესო საჩემპიონო წარმოდგენის” ლაურეატი გახდა, „კლივლენდ კავალიერზის” ვარსკვლავი ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კი სეზონის უძლიერეს კალათბურთელად დასახელდა. საუკეთესო მამაკაცი ათლეტისთვის განკუთვნილი პრიზი „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერ რასელ უესტბრუკს ხვდა წილად.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]