weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირადი პრობლემების გამო ლუის ენრიკე ნაკრებიდან წავიდა

15:22 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების უკვე ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდსა და მის გულშემატკივრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა. ტიტულოვანმა სპეციალისტმა პოსტის დატოვების მიზეზად პირადი პრობლემები დაასახელა.

„სხვადასხვა მიზეზებმა, მარტის თვიდან დღემდე, ხელი შემიშალა მწვრთნელის მოვალეობის შესრულებაში, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ეს თანამდებობა უნდა დავტოვო. დიდი მადლობა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ნდობისა და გაგებისთვის. მადლობა იქ მომუშავე პერსონალსა და ფეხბურთელებს პროფესიონალიზმისთვის. მადლობას ვუხდი მედიას ამ თემაზე კითხვებისგან თავის შეკავებისა და პატივისცემის გამო.“ - განმარტა ლუის ენრიკემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

ესპანეთის ნაკრებს დროებით ლუის ენრიკეს ასისტენტი რობერტ მორენო გაწვრთნის, რომელიც გუნდს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ მატჩში გაუძღვა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]