C ჯგუფის შეხვედრა პორტო ალეგრიში, „არენა დო გრემიოზე“ გაიმართა. ანგარიში იაპონელებმა 25-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი ნაკრების დებიუტანტი კოჯი მიიოში გახდა. შვიდ წუთში ურუგვაელთა ლიდერმა ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა. 59-ე წუთზე მიიოშიმ მეკარე ფერნანდო მუსლერას არადამაჯერებელი თამაშის წყალობით დუბლი გაიფორმა, შვიდ წუთში კი საბოლოო ანგარიში მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა კუთხურიდან თავურით დააფიქსირა - 2:2.
შეგახსენებთ, რომ ამავე ქვეჯგუფში ჩილე და ეკვადორი გამოდიან.