weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგა ბითაძეს 19-ნომრიანი მაისური გადასცეს

11:17 შაბათი, 22 ივნისი 2019

19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელიც წინა დღეს გამართულ დრაფტზე მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, ინდიანაპოლისში ჩავიდა.

ახალგაზრდა ქართველ ლეგიონერს 19-ნომრიანი მაისური გადასცეს. ბითაძე ახალი კლუბის საშინაო არენას (Bankers Life Fieldhouse) ესტუმრა, ქომაგებს მიესალმა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

„NBA-ში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ახლა ემოციების გამოხატვა მიჭირს, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. ეს ყველაფერი ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ოჯახის თითოეული წევრი ძალიან მეხმარება.

ეს არის NBA, ჩემი ოცნება. ამიერიდან ჩემი ოცნების ნაწილი ვიქნები. ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს?!“ - განაცხადა გოგა ბითაძემ.

გოგა ბითაძე პირველი ორი წლის განმავლობაში ჯამური ანაზღაურების სახით $5.8 მილიონს მიიღებს, ანუ თითოეულ სეზონში $2.9 მილიონს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]