ფერნანდო ტორესმა კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ დაიწყო, რის შემდეგაც იგი „ლივერპულში“, „ჩელსისა“ და „მილანში“ თამაშობდა.
„ჩელსის“ შემადგენლობაში ტორესმა ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა, ასევე ინგლისის თასი მოიგო. ევროპა ლიგის მეორედ მოგება კი „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ მოახერხა.
ესპანეთის ნაკრებში ტორესი 2003 წლიდან თამაშობდა (110 მატჩი, 38 გოლი). 2010 წელს მსოფლიოს, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.