weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ცალი თვალითაც გხედავთ“ – ფეხბურთელების სოლიდარობა აქციას

10:22 კვირა, 23 ივნისი 2019

საფეხბურთო კლუბ „თბილისი ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა, ოთო კობახიძემ და დავით ჯიქიამ პარლამენტთან 20 ივნისიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარი დაუჭირეს და მატჩის მიმდინარეობისას ცალ თვალზე ხელი აიფარეს.

ამ ფორმით ფეხბურთელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს აქციის დარბევისას, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგეს.

გარდა ამისა, „რუსთავთან“ მატჩის დაწყებამდე, „ლოკომოტივის“ მთელ გუნდს ეცვა მაისურები საქართველოს რუკითა და წარწერით - „გვახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია“.

 ფოტო © FC Locomotive Tbilisi / Facebook

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]