weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

10:13 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

ახალციხელმა სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა მინსკის ევროპულ თამაშებზე, ფინალში +100 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველ სპორტსმენს სულ ორი წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ სახელოვანი და ძლიერი სპორტსმენი დაემარცხებინა და ქართველ სამბისტთა დელეგაციას მეთერთმეტე მედალი მოუტანა. 

ბერძენიშვილმა ფინალამდე ფრანგი გაბრიელ ერბერტო 2:0 დაამარცხა, ხოლო სერბ ვლადიმირ გაიჩს აშკარა უპირატესობით სძლია – 8:0.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]