ფინალში ნახუცრიშვილი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, რუს სტანისლავ სკრიაბინს დაუპირისპირდა და მეტოქეს 5:1 აჯობა.
ეს სამბისტების მესამე ოქროს მედალია მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ხოლო საქართველოს დელეგაციისთვის ჯამში - მეოთხე. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 15 მედალი აქვს მოპოვებული: 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.