weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჰამილტონმა საფრანგეთის გრან-პრიც მოიგო

12:08 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლიდერობას განაგრძობს და მასთან ერთად ბადალი ასევე არ ჰყავს „მერსედესის“ გუნდს, რომელმაც უკვე ზედიზედ მე-10 რბოლა (7 ამ სეზონში) მოიგო.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჰამილტონმა სტარტიდან ფინიშამდე ყოველი წამი ლიდერის რანგში გაატარა. ლიდერებს შორის თავიდანვე ყველაფერი გარკვეულად ჩანდა, თუმცა შუა რიგებში საკმაოდ დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობდა. რაც შეეხება სებასტიან ფეტელს, მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ახალი საბურავების წყალობით, ჰამილტონს უსწრაფესი წრე „მოპარა“.

ეს გამარჯვება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ „მერსედესმა“ 50-ე დუბლი მიითვალა, ჰამილტონს კი 79 მოგება დაუგროვდა და მიხაელ შუმახერის რეკორდამდე 12 მოგებაღა აკლია, რაც ძნელად მისაღწევად აღარ მოჩანს.

საფრანგეთის დიდი პრიზი

მანი კური, დისტანცია 309.690 კმ (5.842 კმ, 53 წრე)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, მერსედესი) 1:24.31.198

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 18.056

შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 18.985

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 34.905

სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:02.796

კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:35.462

კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე

ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო)* 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე

დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე

ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე

ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე

რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე

ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 9 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:32.740 (53-ე წრე, 226.775 კმ/სთ)

2019 წლის მრბოლთა მიმდიანრე კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 187 ქულა
  2. ვალტერი ბოტასი - 151
  3. სებასტიან ფეტელი - 111
  4. მაქს ფერსტაპენი - 100
  5. შარლ ლეკლერი - 87
  6. პიერ გასლი - 36
  7. კარლოს საინსი - 26
  8. დანიელ რიკარდო - 22
  9. კიმი რაიკონენი - 17
  10. 10. კევინ მაგნუსენი - 14
  11. ნიკო ჰულკენბერგი - 14
  12. 12. ლანდო ნორისი - 13
  13. სერხიო პერესი - 13
  14. დანიილ კვიატი - 10
  15. ალექს ალბონი - 7
  16. ლანს სტროლი - 6
  17. რომენ გროჟანი - 2
  18. 18. ანტონიო ჯოვინაცი - 0
  19. ჯორჯ რასელი - 0
  20. რობერტ კუბიცა - 0

2019 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. მერსედესი - 338 ქულა
  2. ფერარი - 198
  3. რედ ბულ-ჰონდა - 136
  4. მაკლარენ-რენო - 39
  5. რენო - 36
  6. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 19
  7. ტორო როსო-ჰონდა - 17
  8. ალფა რომეო-ფერარი - 17
  9. ჰაას-ფერარი - 16
  10. უილიამს-მერსედესი - 0
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]