weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რატომ არ დასჯის UEFA ქართულ კლუბებს

12:53 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ UEFA-მ შესაძლოა, ქართული საფეხბურთო კლუბები დასაჯოს. მიზეზი ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტეს და მოედანზე ანტირუსული მაისურებით გავიდნენ.

ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელებულ სტატიებს ეყრდნობა, სადაც საუბარია რომ რუსეთმა საფეხბურთო ორგანიზაციებს მიმართა, ქართველი ფეხბურთელების „უმსგავსო“ საქციელის გამო კლუბები დაესაჯა.

UEFA, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილ საზღვრებს აღიარებს. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელების პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ არ გახდება დასჯის საგანი.

ანალოგიური სიტუაცია არაერთხელ შექმნილა უკრაინაში, როდესაც უკრაინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე რუსეთის აგრესია გააპროტესტეს, თუმცა UEFA-ს ან FIFA-ს მათ წინააღმდეგ სანქცია არ მიუღია ანუ კლუბები და ფეხბურთელები არავის დაუსჯია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]