სალუქვაძე-მაჭავარიანის დუეტმა 50-მეტრიან დისტანციაზე წყვილთა შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენებმა შესარჩევ ეტაპზე 364 ქულა დააგროვეს და უკრაინული დუეტის (370 ქულა) კვალად მე-2 ადგილი დაიკავეს. ამით სალუქვაძე და მაჭავარიანი ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც შვეიცარიელებს (დიტჰელმი-დემიერე) გაეჯიბრნენ, დაძაბულ შეხვედრაში 172:170 მოუგეს და ფინალში აღმოჩნდნენ. მოწინავე კვარტეტში ასევე გავიდნენ ბელარუსის მეორე, რუსეთის პირველი და ლატვიის ნაკრებები, რომლებიც ერთმანეთს წრიული სისტემით გაეჯიბრნენ და მედალოსნები ასე გამოავლინეს.
საბოლოო ჯამში, სალუქვაძემ და მაჭავარიანმა 87.7 ქულა მოაგროვეს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, პირველები რუსები (97.3) იყვნენ, მეორეზე კი ლატვიელები (92.4) გავიდნენ.