weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ევროპულ თამაშებზე თუშიშვილმა ოქროს მედალი რუსი მეტოქის დამარცხებით მოიპოვა

22:28 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების გამარჯვებულია.

+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევს იპონით მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ ბრძოლამდე მან პოლონელ მაცეი სარნაცკის, რუმინელ ვლადუც სიმიონესკუს და ჰოლანდიელ ჰენკ გროლს სძლია.

ვერცხლის მედალს ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) დაეუფლა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მთლიანი დელეგაციის მედლების მონაგარს, ამ დროისთვის საქართველოს ჯამში 20 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]