უკვე მეოთხედფინალისტ ჩილეს წინააღმდეგ მატჩში ურუგვაელებს ფრეც აძლევდათ ხელს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, თუმცა ეს ორი გუნდი პირველ ადგილს ეცილებოდა ერთმანეთს რათა მეოთხედფინალში უფრო ძლიერი კოლუმბიის ნაცვლად პერუს შეხვედროდა. საბოლოოდ, რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ „მარაკანაზე“, როგორც უკვე ვახსენეთ, ერთადერთი გოლი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კავანიმ 82-ე წუთზე თავით გაიტანა და ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდს მოაგებინა.
ამავე ქვეჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდოდა პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში გამარჯვებული გუნდიც - იაპონიაცა და ეკვადორიც მოგების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს ინაღდებდნენ, მაგრამ გუნდები პირველივე ტაიმში ყაიმზე შეთანხმდნენ, მეორე გოლი ვეღარ გაიტანეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
აქვე გთავაზობთ მიმდინარე „კოპა ამერიკის“ მეოთხედფინალურ წყვილებს:
ბრაზილია - პარაგვაი
ვენესუელა - არგენტინა
კოლუმბია - ჩილე
ურუგვაი - პერუ
ამ თემაზე: