weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კონდოლელი ვახტანგ ჩიდრაშვილი ევროპული თამაშების გამარჯვებულია

10:06 ორშაბათი, 24 ივნისი 2019

მინსკში მიმდინარე რიგით II ევროპულ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი სოფელ კონდოლში მცხოვრები ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა. ქართველმა სამბისტმა 57 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჩიდრაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე საიან ხერტეკი დაამარცხა და ქართულ დელეგაციას ოქროს მედალი მოუტანა.

კონდოლელი სამბისტი ასევეა მსოფლიოსა და ევროპის ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ სამბოში საქართველოს ნაკრებმა სულ 11 მედალი აიღო. აქედან გამარჯვებულები ვახტანგ ჩიდრაშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი და ბექა ბერძენიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს მინდია ლილუაშვილი, ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები კი გივი ნადარეიშვილს, გენადი ჩირგაძეს, ბესარიონ ბერულავასა და პაატა ღვინიაშვილს ერგოთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]