როგორც დი მარციო საკუთარ ვებგვერდზე წერს, ბუფონი ტურინული გუნდის ხელმძღვანელებს ესაუბრა და უკვე თანხმობა განუცხადა ვოიცეხ შჩესნის დუბლიორობაზე.
ტრანსფერის წარმატების შემთხვევაში ბუფონი „ბებერ ქალბატონთან“ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მომავალ წელს კარიერას დაასრულებს, მერე კი „იუვეს“ სტრუქტურაში რომელიმე პოზიციას დაიკავებს.
ჯიჯი ბუფონმა „იუვენტუსში“ 17 სეზონი გაატარა. 2001-2018 წლებში მან კლუბის შემადგენლობაში ცხრაჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი სერია A, ერთხელ სერია B, ოთხჯერ იტალიის თასი, ხუთჯერ კი იტალიის სუპერ თასი.
41 წლის გოლიკიპერმა უკანასკნელ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ითამაშა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი და ქვეყნის სუპერ თასის მფლობელი გახდა.