როგორც პრესტიჟული გამოცემა Marca წერს, კატალონიურ კლუბში მეორე მეკარის ფუნქციებს სწორედ 29 წლის ბრაზილიელი მეკარე შეასრულებს. ნეტოს „ვალენსიამდე“ ტურინის „იუვენტუსსა“ და ფლორენციის „ფიორენტინაშიც“ უთამაშია, კარიერა კი სამშობლოში, „ატლეტიკო პარანაენსეში“ დაიწყო.
რაც შეეხება სილესენს, ჰოლანდიელი მეკარე „ბარსაში“ 2016 წელს „აიაქსიდან“ გადავიდა, თუმცა 3 სეზონის განმავლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელი იყო, ძირითადად სათასო მატჩებში მონაწილეობდა და ესპანეთის ჩემპიონატში სულ 5 მატჩი ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ ასევე შეელია პორტუგალიელ ნახევარმცველ ანდრე გომესს, რომელიც ლივერპულის „ევერტონში“ იჯარით იყო განათხოვრებული. 25 წლის ფეხბურთელი სწორედ „ლურჯებმა“ გამოისყიდეს.