weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2020

ოქრიაშვილი „ანორთოსისში“ ითამაშებს

10:56 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 hits 197

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ შეთანხმებას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრთან მიაღწია. კვიპროსულმა კლუბმა 27 წლის თორნიკე ოქრიაშვილთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც იცით, „ანორთოსისს“ თემურ ქეცბაია უდგას სათავეში, ხოლო ოქრიაშვილი კლუბში მეოთხე ქართველი ფეხბურთელი იქნება ნიკა კაჭარავას, ბექა მიქელთაძისა და მეკარე გიორგი ლორიას შემდეგ, რომელიც კვიპროსულ გუნდს მცირე ხნის წინ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილის ბოლო კლუბი „კრასნოდარი“ იყო, მასთან განშორების შემდეგ კი ფეხბურთელი უკლუბოდ იმყოფებოდა. წინა წლებში ოქრიაშვილს ასევე უთამაშია დონეცკის „შახტარში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „ილიჩევიცში“, „ესქიშეჰირსპორსა“ და „გენკში“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]