ყაზაიშვილმა მატიას ალმეიდას გუნდი 22-ე წუთზე დააწინაურა, როდესაც თანაგუნდელის გადაცემიდან ეფექტური გოლი გაიტანა, მეორედ კი 75-ე წუთზე მოიქნია მარჯვენა ზუსტად. უნდა ითქვას, რომ სან ხოსელები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ტეხასელთა კართან კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, რომლებშიც ყაზაიშვილიც მონაწილეობდა - ფეხბურთელი ჰეთ-თრიქთან საკმაოდ ახლოს იყო.
აღნიშნულ შეხვედრაში ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერი, ცენტრალური მცველი გურამ კაშია.
MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში ამ გამარჯვებით „სან ხოსე ერსქვეიკსს“ 22 ქულა დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 ადგილზე აინაცვლა.