„სპარტაკელებმა“, ბრაზილიელმა ლუის ადრიანომ და ჰოლანდიელმა ქვინსი პრომესმა „რკინიგზელებს“ ორჯერ გაუტანეს, შესაბამისად 101-ე და 113-ე წუთებზე. მართალია „ლოკომოტივიდან“ მანუელ ფერნანდესმა 116-ე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 120 წუთი ითამაშა და გამორჩეულიც იყო საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, იგი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანანიძემ და „სპარტაკმა“ რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვეს, ხოლო კვერკველიამ და „ლოკომოტივმა“ - რუსეთი თასი.