weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბრაზილიამ ბეწვის ხიდზე გაიარა [Video]

10:49 პარასკევი, 28 ივნისი 2019

„კოპა ამერიკაზე“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი და მთავარი ფავორიტი ბრაზილია და პარაგვაი შეხვდნენ. უგოლო 90 წუთის შემდეგ გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გაარკვია.

პორტო ალეგრის სტადიონ „არენა დო გრემიოზე“ ტიტეს გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა „გუარანების“ კარის აღება ვერაფრით მოახერხა, თანაც გულხელდაკრეფილი არც „ალბიროხა“ ყოფილა და პერიოდულად აწუხებდა სახელოვან მეტოქეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში პარაგვაელებს უხეშობის გამო ცენტრალური მცველი ფაბიან ბალბუენა გაუძევეს. „პენტაკამპეონებმა“ კიდევ უფრო გააძლიერეს მეტოქეზე დაწოლა, მაგრამ არ უმართლებდათ და ანგარიში ვერაფრით გახსნეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი „სელესაომ“ 4:3 იმარჯვა და ნახევარფინალში გაჭირვებით გააღწია, სადაც ვენესუელა-არგენტინაში გამარჯვებულს შეხვდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]