weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

11:08 პარასკევი, 28 ივნისი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართულ დელეგაციას მორიგი მედლები მოჭიდავეებმა მოუტანეს. ვლადიმირ ხინჩეგაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ელიზბარ ოდიკაძე კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალს შეწვდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ხინჩეგაშვილი (65 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა.

რაც შეეხება 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოდიკაძეს, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველ მურაზ მჭედლიძეს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა. ცნობისთვის, ოთხი წლის წინანდელ ევროპულ თამაშებზე ოდიკაძემ ვერცხლი მოიპოვა.

ამრიგად, საქართველოს მინსკში ამ დროისთვის 24 მედალი აქვს მოპოვებული: 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 11 ბრინჯაო. მედლების ამ მაჩვენებლით საქართველო 50 მონაწილე ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]