„ჯვაროსნებს“ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, დიდი ხანია ქვეყნის პირველ გუნდს ასე კარგად არ უთამაშია. შეხვედრაში დუბლი შეასრულა მოსკოვის „სპარტაკის“ წევრმა ჯანო ანანიძემ და ვენის „რაპიდის“ ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ. ბოლო, მეხუთე გოლი კი შეცვლაზე შესული 19 წლის გიორგი არაბიძის ანგარიშზეა.
საქართველო - ლატვია 5:0
საქართველო: მაკარიძე, ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (ტაბიძე 77), ჯიღაური (არაბიძე 62), ანანიძე (ყაზაიშვილი 83), კვეკვესკირი, გვილია (კიტეიშვილი 36), ქვილითაია (კაჭარავა 77), დვალიშვილი (კობახიძე 62).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ლატვია: ვანიინსი (შტეინბორსი 46), დ. იკაუნიეკსი, მაქსიმენკო, ო. ლაიზანსი (ლაზდინსი 80), ვიშნიაკოვსი (რაკელსი 46), სოლოვიოვსი, გორკშსი, ი. იკაუნიეკსი, იაგოდინსკისი (ოშსი 46), კარლსონსი (შაბალა 46), კლუშკინსი (ლუკიანოვსი 65).
მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი
გოლები: ანანიძე (18 პენ), ქვილითაია (33), ქვილითაია (66), ანანიძე (76), არაბიძე (89).
გაფრთხილება: დვალიშვილი (36), კლუშკინსი (57), დ. იკაუნიეკსი (58), მაქსიმენკო (67), ხოჭოლავა (74), კიტეიშვილი (84), ი. იკაუნიეკსი (84).
მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)