რუნიმ „დი სი იუნაიტედისა“ და „ორლანდო სიტის“ მატჩში კონტრშეტევის გაგრძელება უსწრაფესად გადაწყვიტა და საკუთარი ნახევრიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.
აღსანიშნავია, რომ რუნიმ გასულ წელს, ასევე „ორლანდო სიტისთან“ მატჩშიც მოახდინა მოედანზე საფეხბურთო სასწაული.
უეინ რუნის გუნდი MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში, აღმოსავლეთ კონფერენციაში ამ დროისთვის 30 ქულით მე-3 ადგილზეა, თავად 33 წლის ფეხბურთელს კი ამ წელს გამართულ 19 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.